Loading data...
New York Times: CIA თვეების განმავლობაში აკვირდებოდა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გრაფიკს

„ცოტა ხნით ადრე, სანამ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე თავდასხმისთვის მზად იქნებოდნენ, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ {CIA} ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, ადგილმდებარეობა დაადგინა, - წერს The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აიათოლა ხამენეის რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა და ადგენდა მის ზუსტ ადგილსამყოფელს.

სააგენტომ შემდგომში შეიტყო, რომ ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრა 28 თებერვალს, დილით თეირანის ცენტრში მდებარე სამთავრობო კომპლექსში გაიმართებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ადგილზე თავად უზენაესი ლიდერი ყოფილიყო.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული ოფიციალური პირების თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს თავდასხმების დროის შეცვლა, ნაწილობრივ ახალი სადაზვერვო ინფორმაციის გამოყენებით.

„ირანის უზენაესი ლიდერის სწრაფი მკვლელობა იყო აშშ-სა და ისრაელს შორის მჭიდრო კოორდინაციისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შედეგი. 

ოპერაციამ ასევე აჩვენა ირანელი ლიდერების უუნარობა, მიეღოთ ადეკვატური უსაფრთხოების ზომები იმ დროს, როდესაც ისრაელი და აშშ ომისთვის მზადების მკაფიო სიგნალებს აგზავნიდნენ“, - წერს მედიასაშუალება. 

წყაროს თქმით, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ისრაელს მიაწოდა დაზვერვის მასალები, რომლებიც აიათოლა ხამენეის ადგილსამყოფლის შესახებ სიზუსტეს აჩვენებდა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ხამენეი მოკლეს ამერიკისა და ისრაელის ძალების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის დროს. დაზვერვამ შეძლო აიათოლას ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენა, რის შემდეგაც სამიზნის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.