1756982931
უცხოეთი
ნევადაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობას იძიებენ, რომელიც მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს

აშშ-ის ნევადას შტატში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობს. სავარაუდო მკვლელობა მუსიკალურ ფესტივალზე, Burning Man-ზე მოხდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ფესტივალის დაღუპული მონაწილე არის რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრუგლოვი. დაღუპულის ოჯახს ინფორმაცია უკვე გადაეცა.
ამჟამად პოლიცია კრუგლოვის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებს ეძებს. Burning Man-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
კაცის ცხედარი რამდენიმე დღის წინ სისხლის გუბეში ფესტივალის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. Burning Man-ის ფესტივალი ყოველწლიურად ნევადის დროებითი ქალაქის, ბლექ-როქ-სიტის ტერიტორიაზე ტარდება. ამ ქალაქს ფესტივალის მონაწილეები ხსნიან ნევადის უდაბნოში.