1750357338
უცხოეთი
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანის სარაკეტო დანადგარების ნახევარზე მეტი გაანადგურა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების ნახევარზე მეტი გაანადგურა.
კითხვას, თუ რა მდგომარეობაშია ისრაელის თავდაცვისუნარიანობა ირანის სარაკეტო იერიშების წინააღმდეგ, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „ჩვენ [ირანის] გამშვებ დანადგარებს ვუტევთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი რაკეტა აქვთ მათ. მნიშვნელოვანია, რამდენი გამშვები დანადგარი აქვთ - და ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამას. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გავიარეთ მათი გამშვები დანადგარების ნახევარი“.
აღსანიშნავია, რომ 18 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელმა რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით 40% გაანადგურა.