ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამო განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, „ჰამასის“ ხუთი მაღალჩინოსანი დაიღუპა
ისრაელმა 22 ნოემბერს ღაზაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ხუთი მაღალი თანამდებობის პირი მოკლა, რაც ტერორისტული დაჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას მოჰყვა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს.
„დღეს „ჰამასმა“ კვლავ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტი გაგზავნა, რათა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს თავს დასხმოდა. საპასუხოდ ისრაელმა „ჰამასის“ ხუთი მაღალი რანგის ტერორისტი გაანადგურა“, - ნათქვამია პოსტში.
„ისრაელმა სრულად დაიცვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, „ჰამასმა“ კი არა. ცეცხლის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით ტერორისტმა გადაკვეთა ისრაელის ხაზი, რათა თავს დასხმოდა ჩვენს ჯარებს, ამავდროულად კი ღაზაში პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს სიკვდილით სჯიდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ შუამავლებს, მოითხოვონ „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და პრეზიდენტ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის შესრულება: „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს სამი დაღუპული მძევალი, რომლებიც ჯერ კიდევ მათ ხელშია, დაასრულოს განიარაღება და უზრუნველყოს ღაზას სრული დემილიტარიზაცია“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
Prime Minister's Office:
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) November 22, 2025
Today, Hamas violated the ceasefire again, sending a terrorist into Israel held territory to attack IDF soldiers. In response, Israel eliminated five senior Hamas terrorists.