ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის განადგურებას გააგრძელებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა პირობა დადო, რომ ირანზე საჰაერო იერიშს გააგრძელებს.
თელ-ავივში, ისრაელის სამხედრო შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ისრაელი გააგრძელებს ირანის ტერორისტულ რეჟიმთან ბრძოლას“.
„ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ირანში ტერორისტული რეჟიმის განადგურებას. ჩვენ ვანეიტრალებთ მეთაურებს, ვბომბავთ ხიდებსა და ინფრასტრუქტურას, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელის საჰაერო ძალებმა „ირანის ფოლადის წარმოების სიმძლავრის 70% გაანადგურეს“, რაც ირანის სამხედროებს ართმევს „როგორც დაფინანსების წყაროებს, ასევე დიდი რაოდენობით იარაღის წარმოების შესაძლებლობას“.
„ჩემსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სამხედროებს შორის სრული კოორდინაციით, ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას. ეს რეჟიმი სუსტია, როგორც არასდროს - ისრაელი კი ძლიერია, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ისრაელის სამხედროები აგრძელებენ „ჰეზბოლაზე ძლიერი დარტყმების მიყენებას“ და „უსაფრთხოების ზონის გაფართოებას“ სამხრეთ ლიბანში“, სადაც ისრაელის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია წამოიწყეს.