ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია: ერდოღანი ანტისემიტი დიქტატორია - ისრაელი თურქეთის საფრთხეებს მტკიცე ძალისმიერი პასუხით დახვდება
„ისრაელის მთავრობა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტისემიტ დიქტატორს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ახლა ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის სირიაში გავრცელებას ცდილობს“, - იუწყება THE TIMES OF ISRAEL-ი.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანტისემიტი დიქტატორია, რომელმაც ქურთების განადგურებას მიყო ხელი, თავშესაფარი მისცა „ჰამასის“ ტერორისტებს, კვიპროსის ნახევარი ოკუპირებული აქვს და რეკორდული რაოდენობის ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა თუ ჟურნალისტს აპატიმრებს.
„ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის - ისრაელის ლიდერებისა და ჯარისკაცების დაშინების ერდოღანის სავალალო მცდელობა კრახით დასრულდება. ისრაელი კვლავ მტკიცედ იმოქმედებს ძალის პოზიციიდან თურქეთის მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის შექმნილი ყველა საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.