Loading data...
ნეთანიაჰუმ უკრაინულ დრონებთან დაკავშირებით ზელენსკისთან საუბარი ითხოვა - ებრაული მედია

ისრაელმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა იარაღის მწარმოებელმა ქვეყანამ, სპარსეთის ყურის ქვეყნების მსგავსად თავადაც გამოთქვა ინტერესი უკრაინული დრონების მიმართ.

როგორც ებრაული გამოცემა Ynet-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ უკრაინას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამართვის თხოვნით მიმართა.

„ისრაელის მოთხოვნა წამოვიდა ირანული წარმოების დრონებთან ბრძოლაში უკრაინის დიდი გამოცდილების ფონზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელ-უკრაინის თანამშრომლობის მხარდაჭერის განზრახვით“, - წერს გამოცემა.

აღინიშნა, რომ მოთხოვნის გაგზავნა ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენი კორნიჩუკმა დაადასტურა. მისი თქმით, ორი ლიდერის დატვირთული გრაფიკის გამო, საუბარი ჯერ არ შემდგარა, თუმცა ელჩი იმედოვნებს, რომ ის მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.