ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას „სამარცხვინო და სიგიჟე“ უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კატეგორიულად უარყო პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა, ხოლო ამ იდეის აღიარების ტალღას „სირცხვილი და სიგიჟე“ უწოდა.
საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინასთან დაკავშირებით დიპლომატიური ინიციატივის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები და ბრალი დასდო მათ ზეწოლის ქვეშ მოქცევაში.
„თქვენი სამარცხვინო გადაწყვეტილება წაახალისებს ტერორიზმს ებრაელებისა და ყველგან მყოფი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ეს თქვენთვის, ყველასთვის სირცხვილის ნიშანი იქნება“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„თქვენი ეს საქციელი უდიდეს ჯილდოს აძლევს შეუწყნარებელ ფანატიკოსებს, რომლებმაც ხოცვა-ჟლეტა განახორციელეს. პალესტინელებისთვის სახელმწიფოს მიცემა იერუსალიმიდან ერთი მილის დაშორებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ჰგავს 11 სექტემბრის შემდეგ, „ალ-ქაიდასთვის“ სახელმწიფოს მიცემას, ნიუ-იორკიდან ერთი მილის დაშორებით“, - დასძინა მან.