1769583802
უცხოეთი
ნეთანიაჰუ: თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და ისრაელს თავს დაესხმება, ვუპასუხებთ ისეთი ძალით, რაც არასდროს უნახავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელი მკაცრად უპასუხებს.
„ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს - მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ ირანი დაუშვებს უდიდეს შეცდომას და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ისრაელი მუდმივ კონტაქტშია აშშ-სთან.
„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. სრულად ვართ ინფორმირებულები“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.