Loading data...
ნეთანიაჰუ ტრამპს: ყველა ისრაელელი ხარობს ამერიკელი უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის წარმოუდგენელი გადარჩენით

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის თავზე ჩამოგდებული F-15 ავიაგამანადგურებლის პილოტის გადარჩენა მიულოცა.

„ყველა ისრაელელი ხარობს ამერიკელი უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის წარმოუდგენელი გადარჩენით. ეს ადასტურებს, რომ როდესაც თავისუფალი საზოგადოებები იბრძვიან გამბედაობითა და მონდომებით, მათ შეუძლიათ, დაუპირისპირდნენ ერთი შეხედვით გადაულახავ დაბრკოლებებს და დაამარცხონ სიბნელისა და ტერორის ძალები“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ინგლისურ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, გადარჩენა „აძლიერებს წმინდა პრინციპს: არავინ რჩება უყურადღებოდ. ეს არის საერთო ღირებულება, რომელიც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ორივე ქვეყნის ისტორიაში“.

„პრეზიდენტო ტრამპ, დონალდ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, თქვენმა გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას მორიგი დიდი გამარჯვება“, - დასძინა მან.