Loading data...
ნეთანიაჰუ: პრეზიდენტ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ისრაელის ხელისუფლების ხედვებს წარუდგენს. 

ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე ღაზის სექტორის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ირანთან მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავს.

„მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენს ხედვებს წარვადგენ, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელის უსაფრთხოებისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის“, - აცხადებს ნეთანიაჰუ. 

ამასთან, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ შეხვედრები ისრაელსა და აშშ-ს, ასევე მასა და პირადად ტრამპს შორის „უნიკალური სიახლოვის“ დასტურია.