1713073831
უცხოეთი
ნეთანიაჰუ: მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ
ისრაელის პრემიერiმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გაიმარჯვებენ.
„მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - წერს ისრაელის პრემიერი.
ეს ირანის თავდასხმის შემდეგ ნეთანიაჰუს პირველი საჯარო კომენტარია.
יירטנו. בלמנו.
— Benjamin Netanyahu - בנימין נתניהו (@netanyahu) April 14, 2024
יחד ננצח 🇮🇱
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.