1744744824
უცხოეთი
ნეთანიაჰუ მაკრონს: პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება „ჰამასისა“ და ირანის გამარჯვება იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება „ჰამასისა“ და ირანის გამარჯვება იქნება. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ მწვავე წინააღმდეგობა გამოთქვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მიმართ და განაცხადა, რომ ეს ტერორიზმისთვის უზარმაზარი ჯილდო იქნება. ისრაელის ქალაქებიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე პალესტინის სახელმწიფო ირანული ტერორიზმის დასაყრდენი გახდება,“ - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ივნისში გეგმავს.
მაკრონი აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება სამართლიანი იქნება.