Loading data...
ნეთანიაჰუ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, ერთად დადგნენ და სარდლობის დირექტივებს დაემორჩილონ - CNN

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად დადგნენ და ფრონტის სარდლობის მითითებების შესრულება განაგრძონ, რადგან აშშ ისრაელს აფრთხილებს, რომ ირანი ბალისტიკური რაკეტებით დარტყმისთვის ემზადება. 

„ორ რამეს გთხოვთ: ერთი - მკაცრად დაემორჩილოთ ფრონტის სარდლობის დირექტივებს, ეს გადაარჩენს სიცოცხლეს და მეორე - ერთად დავდგეთ“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ მსგავსი თხოვნით მიმართა ისრაელის მოქალაქეებს და მათ მოუწოდა, „განაგრძონ პასუხისმგებლობით მოქმედება“ და დაემორჩილონ ფრონტის სარდლობის მიერ გაცემულ ახალ დირექტივებს, რომლებიც იერუსალიმსა და სხვა ტერიტორიებზე საზოგადოებრივ შეკრებებს ზღუდავს.

ცნობისთვის, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მინიშნებები, რომ ირანი ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმისთვის ემზადება.