ნეთანიაჰუ: ისრაელის მიზანია, ღაზაზე კონტროლი აიღოს, შემდეგ კი ის არაბულ ძალებს გადასცეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი „ღაზას ანექსიას არ მოახდენს“ და გეგმავს, ტერიტორიის კონტროლი „გარდამავალ მმართველ ორგანოს“ გადასცეს. ამის შესახებ The Times Of Israel-ი იუწყება.
კერძოდ, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი აპირებს მთელ ღაზაზე სამხედრო კონტროლის აღებას, საბოლოოდ კი მას შეიარაღებულ ძალებს გადასცემს, რომლებიც ტერიტორიას სათანადოდ მართავენ.
„ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, აიღებს თუ არა ისრაელი კონტროლს მთელ 26-მილიან სექტორზე, - „ჩვენ არ გვინდა მისი შენარჩუნება. გვინდა, უსაფრთხოების პერიმეტრი გვქონდეს. ჩვენ არ გვინდა მისი მართვა. არ გვინდა, იქ ვიყოთ მმართველი ორგანოს სახით“.
„ჩვენ გვსურს, ის არაბულ ძალებს გადავცეთ, რომლებიც მას სათანადოდ მართავენ, ისე, რომ ჩვენ არ დაგვემუქრებიან და ღაზას მცხოვრებლებს კარგ ცხოვრებას მისცემენ“, - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მთავარი მიზნები: „ჰამასის“ სრული დემონტაჟი და ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო დაბრუნება. მისი თქმით, კონფლიქტი შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუ „ჰამასი“ იარაღს დაყრის და მძევლებს გაათავისუფლებს.
FOX: Will Israel take control of all of Gaza?
— Aaron Rupar (@atrupar) August 7, 2025
NETANYAHU: We intend to pic.twitter.com/7fXkcbPeoy