Loading data...
ნეთანიაჰუ: ისრაელი ძალიან წუხს, რომ ღაზის ეკლესიას შემთხვევით საბრძოლო მასალა მოხვდა, ყველა დაკარგული უდანაშაულო სიცოცხლე ტრაგედიაა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სინანული გამოთქვეს ღაზის სექტორში ეკლესიაზე დარტყმის გამო და აღნიშნეს, რომ ინციდენტი შეცდომა იყო.

„ისრაელი ძალიან წუხს, რომ ღაზის ეკლესიას შემთხვევით საბრძოლო მასალა მოხვდა. ყველა დაკარგული უდანაშაულო სიცოცხლე ტრაგედიაა. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახებისა და მორწმუნეების მწუხარებას“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.