Loading data...
ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას აგრძელებს. 

„ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელი რაკეტების გამშვებ სისტემებს „ერთი მეორის მიყოლებით“ ანადგურებს. 

„ჩვენ გავანადგურეთ ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობა, მათ შორის ლიდერები“, - აცხადებს ნეთანიაჰუ. 

ცნობისთვის, ისრაელი აგრძელებს ოპერაციას, რომელიც 13 ივნისს, გამთენიისას ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე შეტევით დაიწყო.