Loading data...
ნეთანიაჰუ ირანის უზენაეს ლიდერზე: არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „არსებობს მრავალი ნიშანი“ იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „ჩვენთან აღარ არის“, თუმცა ცალსახად არ თქვა, რომ ის მოკლეს.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეი და ირანის სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

„არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეს ტირანი აღარ არის ჩვენთან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელმა მისი სამყოფელი გაანადგურა.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „მოთმინებას“ მოითხოვს და „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენსაც საჭირო იქნება“.

„ეს ომი ნამდვილ მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.