1773175440
უცხოეთი
ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: მომავალი დღეები საკუთარი თავის გათავისუფლების შესაძლებლობას მოგცემთ, მზად იყავი მომენტის გამოსაყენებლად!
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს მიმართავს და მათ მოუწოდებს, „მზად იყვნენ მომენტის გამოსაყენებლად!“
„ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ ომს თავისუფლებისთვის. ეს თქვენთვის ცხოვრებაში ერთადერთი შესაძლებლობაა, დაამხოთ აიათოლას რეჟიმი და მოიპოვოთ თავისუფლება. შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ თეირანის ტირანებს უფრო ძლიერად ვუტევთ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ სულ უფრო და უფრო ძლიერად გავაგრძელებთ დარტყმას“, - მიმართავს ნეთანიაჰუ ირანელებს.
ამასთან, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით პირობებს, რათა თქვენ შეძლოთ თქვენი ბედის შექმნა“.
„როდესაც შესაფერისი დრო დადგება და ეს დრო სწრაფად ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს თქვენ გადმოგცემთ მზად იყავი მომენტის გამოსაყენებლად!“ - აცხადებს ისრაელის პრემიერი.