ნეთანიაჰუ „ჰამასს“ აფრთხილებს: თუ მძევლებს არ გაათავისუფლებთ, ისრაელი ღაზას ტერიტორიის ნაწილის ანექსიას დაიწყებს

ისრაელმა „ჰამასს“ აფრთხილებს რომ თუ ის უახლოეს დღეებში არ მიიღებს წინადადებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, ისრაელი ღაზას პერიმეტრის გარშემო ტერიტორიის ანექსიას დაიწყებს, - განუცხადეს ისრაელის მაღალჩინოსნებმა Channel 13-ს.
მედიის ცნობით, ისრაელმა შუამავალი ქვეყნების მეშვეობით „ჰამასს“ გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო IDF-ის ჯარების განლაგებასთან და პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებული წითელი ხაზები.
დოკუმენტში ისრაელი აცხადებს, რომ ის არ დატოვებს ფილდელფის დერეფანს ან ღაზას საზღვრის გარშემო ბუფერულ ზონას, არ დაუშვებს რაფას გადასასვლელის გახსნას და არ დათანხმდება პატიმრების გათავისუფლებას, რომელიც იმდენად მასშტაბური იქნება, რომ გაართულებს მძევლების ბოლო ჯგუფის გათავისუფლებას პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.
„ისრაელი დიდხანს ვერ მოითმენს“, - ამბობს ისრაელის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი.