Loading data...
ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ლიდერებზე თავდასხმაზე: ამან შეიძლება გზა გაუხსნას ღაზაში ომის „დაუყოვნებლივ“ დასრულებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, „დაუყოვნებლივ დასრულდეს“, თუ „ჰამასი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას დათანხმდება.

მისი თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებულ ზუსტ საჰაერო დარტყმას შეუძლია ღაზაში ომის „დაუყოვნებლივ“ დასრულებას გზა გაუხსნას.

„ისრაელმა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის მიერ წამოყენებული წინადადება ომის დასრულების შესახებ, რაც ჩვენი ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით დაიწყება. პრეზიდენტ ტრამპის წინადადება თუ დამტკიცდება, ომი, შესაძლოა, დაუყოვნებლივ დასრულდეს. ჩვენ შევძლებთ კვლავ დავიწყოთ მშვიდობის გავრცელება ჩვენს რეგიონში ყველას სასარგებლოდ“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი. 

შეგახსენებთ, ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.