Loading data...
ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ გასანადგურებლად, ღაზას სექტორში ინტენსიური სამხედრო ოპერაცია დაიწყება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორზე ახალი შეტევა იქნება ინტენსიური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არ განახორციელებენ რეიდებს და შემდეგ, არ დატოვებენ ტერიტორიას, „არამედ პირიქით“.

„მივიღეთ გადაწყვეტილება „ჰამასის“ გასანადგურებლად ღაზაში მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესახებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრს სამხედრო ოპერაციის დეტალები არ დაუზუსტებია.