Loading data...
ნეთანიაჰუ: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგი ფაზა „ჰამასის“ განიარაღებაა და არა რეკონსტრუქცია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგი ფაზა „ჰამასის“ განიარაღება და ღაზას სექტორის დემილიტარიზაციაა“.

„შემდეგი ფაზა რეკონსტრუქცია არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას პატივსაცემად გამართულ ქნესეთის სპეციალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„შემდეგი ფაზა „ჰამასის“ განიარაღება და ღაზას სექტორის დემილიტარიზაციაა“, - გაიმეორა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელის ინტერესებშია „ამ ფაზის წინსვლა და არა მისი გადადება“.

„ეს მოხდება მარტივი გზით, ან რთული გზით, მაგრამ ეს მოხდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.