Loading data...
ნეთანიაჰუ და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ „ჰამასს“ განიარაღებისთვის ორთვიან ვადას მისცემენ - ებრაული მედია

ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 29 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „ჰამასს“ განიარაღებისთვის ორთვიანი ვადა მიეცემა.

ამავე ცნობით, ისინი ასევე შეთანხმდნენ განიარაღების პრაქტიკულ კრიტერიუმებზე. ერთ-ერთი კრიტერიუმი ღაზას სექტორის ქვეშ არსებული გვირაბების ვრცელი ქსელის განადგურებაა.

ტრამპი „ჰამასს“ „ჯოჯოხეთით“ დაემუქრა, თუ ის „ძალიან მოკლე დროში“ არ განიარაღდება. ამის შესახებ თავად ტრამპმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„ჰამასს“ ძალიან მოკლე ვადა მიეცემა განიარაღებისთვის. თუ ისინი არ განიარაღდებიან, რასაც დათანხმდნენ, მაშინ მათთვის ჯოჯოხეთი იქნება სასჯელი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.