Loading data...
ნეთანიაჰუ: ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს სამხრეთში და დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას ჩრდილოეთში

„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს სამხრეთში და დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას ჩრდილოეთში“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა

„ჩვენ ვიმყოფებით მწვავე ომის შუაგულში ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ერთად დავდგებით და ღვთის წყალობით ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს სამხრეთში, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას ჩრდილოეთში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ისრაელის მარადიულობას“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, მიუსამძიმრა ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს დღეს დაღუპული სამხედროების ოჯახებს.

შეახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, სამხრეთ ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დროს 7 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.