1756931123
უცხოეთი
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მომიტინგეები „ფაშისტებივით“ იქცევიან

მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან ახლოს ნაგვის ურნები და საბურავები დაწვეს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომიტინგეები „ზუსტად ფაშისტებივით“ იქცევიან.
„დემოკრატიაში დემონსტრაციები ლეგიტიმურია, მაგრამ რა ხდება მთავრობის წინააღმდეგ დაფინანსებული, ორგანიზებული, პოლიტიკური პროტესტების დროს, რომლებმაც ყველა ზღვარი გაარღვიეს - ისინი ანადგურებენ ქონებას, ბლოკავენ გზებს, არჩეულ თანამდებობის პირებსა და მათ შვილებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მისდევენ. ისინი ყოველდღე მემუქრებიან, რომ მომკლავენ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ პოლიცია კანონს არ იცავს და მოითხოვს, რომ პოლიციამ მომიტინგეების მიმართ რაც შეიძლება მკაცრი ზომები მიიღოს.