1775579090
უცხოეთი
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ირანში რკინიგზა და ხიდები დაბომბა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა ირანში რკინიგზა და ხიდები დაბომბა.
„გუშინ ჩვენმა პილოტებმა სატრანსპორტო თვითმფრინავები და ათობით ვერტმფრენი გაანადგურეს ირანის საჰაერო ძალების ბაზაზე. დღეს მათ რკინიგზა და ხიდები დაბომბეს, რომლებსაც „გუშაგთა კორპუსი” იყენებს…
ისინი მათ იარაღის მასალის, თავად იარაღის და ძალების გადაზიდვის მიზნით იყენებენ, თავს გვესხმიან ჩვენ, შეერთებულ შტატებსა და რეგიონის ქვეყნებს“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ დარტყმები ირანელი ხალხის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.