Loading data...
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან სამხედროებს დაავალა, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ. 

ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონი დაამტკიცებდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციას, დრონებით თავდასხმების ზრდის ფონზე.

„ჩვენ „ჰეზბოლასთან“ ომში ვართ. მხოლოდ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენმა მამაცმა მებრძოლებმა 600-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს. მაგრამ ჩვენ ფეხს გაზის პედლიდან არ ვიღებთ. პირიქით, მე მათ მივეცი მითითება, რომ პედალს კიდევ უფრო ძლიერად დააჭირონ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

„ჩვენ მათ დავარტყამთ. დიახ, ისინი დრონებით, კიბერტექნოლოგიებით აღჭურვილი დრონებით გვესხმიან თავს და ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს და ამასაც მოვაგვარებთ... მაგრამ ახლა ჩვენგან ეს მოითხოვს დარტყმების გაძლიერებას, ძალის გაზრდას. ჩვენ მათ გადამწყვეტ დარტყმას მივაყენებთ“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.