Loading data...
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში დადგენილ „გრაფიკს უსწრებს“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში „გრაფიკს უსწრებს“.

„ჩვენ მიერ დადგენილ გრაფიკს ვუსწრებთ - როგორც ვადების, ასევე, შედეგების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მეშვიდე დღეს.

„სამუშაოები შესანიშნავი იყო“, - ამბობს ნეთანიაჰუ და განმარტავს, რომ ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა გასული წლის ბოლოს რეგიონში ირანის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი, „ჰეზბოლა“, დაასუსტა და როდესაც ცხადი გახდა, რომ ირანი „ბირთვული პოტენციალისკენ მიისწრაფოდა“.

„[„ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერის, ჰასან] ნასრალას ლიკვიდაციამ ირანის ღერძი დაარღვია. რა დარჩა [ირანს]?... ეს ოპერაცია მრავალი თვის განმავლობაში იგეგმებოდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.