1775934501
უცხოეთი
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ კამპანია „არ დასრულებულა“
ირანის წინააღმდეგ კამპანია „არ დასრულებულა. მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ, რომ ისტორიული მიღწევები გვაქვს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანსა და მის მარიონეტებს ისრაელის დახრჩობა სურდათ, თუმცა ახლა ისრაელი ახრჩობს მათ.
„ჩვენ მათ დავარტყით, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ირანში ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილებას, მათ შორის, ამ პროცესის გადადების მიზნით საიდუმლო ოპერაციების დამტკიცებას და საფრთხის შესახებ მსოფლიოს ინფორმირებას მიუძღვნა. „მაგრამ მსოფლიომ არ მოისმინა“, - დასძინა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა გასული წლის ივნისში ირანზე თავდასხმით „შიშის ბარიერი გაარღვია“.