Loading data...
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“

ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, ერთი შეცდომა ზედმეტია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ქნესეთის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას პატივსაცემად გაიმართა.

მისივე თქმით, არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ მეტი შეთანხმება იქნება.