Loading data...
Nestle-ს გენერალური დირექტორი კომპანიის თანამშრომელთან რომანის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომპანია Nestle-ს გენერალური დირექტორი ლორან ფრეიშე კომპანიის თანამშრომელთან რომანის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

Nestle-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალური დირექტორის საქციელი კომპანიის შიდა განაწესს არღვევს. ფრეიშე Nestle-ში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა და კომპანიას 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ბოლო დროს სამსახურებრივი რომანების გამო რამდენიმე ტოპ-მენეჯერმა სამსახური დაკარგა. ყველაზე ცნობილი  იყო ჯგუფ Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი ფაქტი, როდესაც ვიდეოკამერამ IT-კომპანიის, Astronome-ის გენერალური დირექტორი, ენდი ბაირონი ამავე კომპანიის HR-მენეჯერთან ჩახუტებული დააფიქსირა. ამ ფაქტის შემდეგ, ენდი ბაირონი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეუღლე მას დაშორდა.