1787817381
უცხოეთი
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 826-მდე გაიზარდა
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 826-მდე გაიზარდა. წერს BBC.
როგორც მედია წერს, ამ მონაცემში შედის უსაფრთხოების ძალები, ტურისტები და სამოქალაქო პირები.
პოლიციისა და ტურიზმის წარმომადგენლების თქმით, ნეპალში დაკარგულ 826 ადამიანს შორის თითქმის 600 უცხოელია.
ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.