1787811391
უცხოეთი
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა
„ნეპალში წყალდიდობის და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
1500 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათგან 800 უცხოელია.
მსხვერპლთა დიდი ნაწილი კაილაში-მანასაროვარის, ტიბეტში მდებარე მაღალმთიანი წმინდა ადგილისკენ მიმავალი მომლოცველები იყვნენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, ვერტმფრენებით აღჭურვილი სპეციალური ჯგუფები ეხმარებიან ათასობით ადამიანს, რომლებიც სტიქიის ზონას ვერ ტოვებენ.