1787757548
უცხოეთი
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის და პოლიციის ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. წერს BBC.
ამავე ინფორმაციით, 403 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 341 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკარგულთაგან 200 ქალია, ხოლო 203 კაცი.
როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნის მოქალაქეები 26 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.
ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია.