ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1300-ს გადასცდა
ნეპალში 26 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ღვარცოფული ნაგადით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 1344 ადამიანი ოფიციალურად დაღუპულად ითვლება, 4898 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
წყალდიდობა 10 დღის წინ მოხდა. მიუხედავად ამისა, მაშველები დღესაც განაგრძობენ სამაშველო ოპერაციას და ცოცხალ ადამიანებსაც პოულობენ. 5 სექტემბერს ჰიდროელექტროსადგურის 225-მეტრიანი გვირაბიდან ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს. ასევე ნეპალელი ქალი საკუთარ სახლში იყო ჩარჩენილი, რომელიც ასევე მაშველებმა გადაარჩინეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წყალდიდობა მყინვარის ჩამოშლამ გამოიწვია. ამან ყინულისგან, ტალახისგან და წყლისგან შემდგარი ნაკადი გამოიწვია, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. მდინარე ბხოტე-კოშეს ხეობაში მდებარე რამდენიმე სოფელი მთლიანად იყო განადგურებული.