1787739328
უცხოეთი
ნეპალში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა
„ნეპალში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სტიქიამ ტიბეტის მიმდებარე ტერიტორიებზე დააზიანა გზები, ხიდები და ელექტროსადგურები. გირონგის ოლქში რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლება მდინარის პირას მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დატოვონ საცხოვრებელი სახლები და შედარებით მაღალ ადგილებში გადავიდნენ.
„მოსალოდნელია დიდი მსხვერპლი და ქონების დაზიანება. თუმცა ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერ ვიტყვი“, - განუცხადა რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედიას.
სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ვერტმფრენებიც.