Loading data...
ნეპალში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაიღუპა 19 ადამიანი

დასავლეთ ნეპალში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რასაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის ერთი მოქალაქეა. ინფორმაციას Reuters-ი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ცხრა დაღუპულის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ამავე ცნობით, ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციის განცხადებით, ავტობუსი ტურისტულ ქალაქ პოხარადან ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსკენ მიემართებოდა, რა დროსაც დადინგის რაიონში, ბეჰიგატთან ახლოს, გზიდან 200 მეტრის სიმაღლეზე გადავარდა.

25 დაშავებულს შორის ახალი ზელანდიისა და ჩინეთის მოქალაქეები არიან.