1788335255
უცხოეთი
ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა
გაეროს ინფორმაციით, ნეპალსა და ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა.
ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 4 500-მდე ადამიანი. მათგან 580 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნა, რომ თითქმის 12 000 ადამიანი გადაარჩინეს.
სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება.
წინასწარი ვერსიით, წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. წყალდიდობას ღვარცოფი მოჰყვა. სტიქიამ ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს გადაუარა.