Loading data...
ნეპალის ციხეებიდან 773 პატიმარი გაიქცა

ქვეყანაში არსებული არეულობის ფონზე, ნეპალის ციხეებიდან პატიმრები გაიქცნენ. წერს BBC.

როგორც მედია წერს, ციხიდან  773 პატიმარი გაიქცა. პატიმრები კასკისა და დანგის პროვინციების ციხეებიდან გაიქცნენ.

ადგილობრივი მედია ციხიდან გაქცევის სხვა შემთხვევების შესახებაც იუწყება, რომლებიც ჯერ არ დადასტურებულა.

ნეპალის არმიის მეთაურმა მომიტინგეებს დიალოგისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რაც შეიძლება, მალე იპოვონ.