Loading data...
ნეპალის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

ნეპალის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ქვეყნის არმია სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს.

განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში 1 697 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, ხოლო დამატებით 656 პირი საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ოპერაციებისთვის მზადყოფნაშია.

„დღის განმავლობაში ექვსმა სამხედრო ვერტმფრენმა 94 ადამიანი გადაარჩინა, ხოლო ხუთმა სამოქალაქო ვერტმფრენმა - კიდევ 12 ადამიანი. სახმელეთო სამაშველო ჯგუფებმა კი დამატებით 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, დაზარალებულ რაიონებში, ასევე, ჩაიტანეს კარვები და სამედიცინო მარაგები.