1787767824
უცხოეთი
ნეპალის პოლიციის ცნობით, დაკარგული ტურისტების რაოდენობა 579-მდე გაიზარდა
ნეპალის პოლიციის მიერ დადასტურებული უახლესი მონაცემებით, დაკარგული ტურისტების რაოდენობა 579-მდე გაიზარდა.
ამავე ცნობით, დაკარგული ტურისტებიდან 113 ნეპალელია, 54 აშშ-დან, ხოლო დაკარგული დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების რაოდენობა 33-ს შეადგენს.
ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია.