Loading data...
„ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობებს გულისხმობს“ - მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს და დასრულდეს მოლაპარაკებებით. მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება გულისხმობს ორივე მხარის დათმობებს. ომის შედეგად ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი ვერ მიაღწევენ თავიანთ „მაქსიმალისტურ მიზნებს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ომის დასრულებას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, დრო დასჭირდება.

კითხვაზე, რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი „დაბრკოლება“ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის და რუსეთის მმართველს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.

წარმოიდგინე, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ომში ორივე მხარე მძიმე ფასს იხდის  და როგორც უკრაინა ასევე რუსეთი დაინტერესებულნი არიან ამ ომის დასასრულით.

„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევით და ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეუძლია ეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ მას (ტრამპი) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოსს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.