Loading data...
ნეაპოლის მახლობლად ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა შეფერხდა

იტალიაში, ნეაპოლში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ANSA იუწყება.

ბიძგები ადგილობრივი დროით 10 მარტს, შუაღამით დაფიქსირდა. 

გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი უკიდურესად ღრმად იყო, ვიდრე იტალიაში მიწისძვრებისთვის არის დამახასიათებელი.

ბიძგებმა ნეაპოლის ჩრდილოეთით მატარებლების მოძრაობა შეაფერხა. სარკინიგზო გზაზე შეფერხებები დილამდე გაგრძელდა. 

ინფორმაციისთვის, ნეაპოლში მიწისძვრა ბოლოს გასული წლის ივნისში მოხდა და მისმა სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.