1751725193
უცხოეთი
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები მისი მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ალიანსის წარმომადგენლებმა, რომელშიც საუდის არაბეთი და რუსეთი შედიან, განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან დღე-ღამეში ნავთობის მოპოვებას 548 ბარელით გაზრდიან. ანალიტიკოსები ნავთობის მოპოვების 411 ბარელით გაზრდას ვარაუდობდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ექსპორტიორი ქვეყნების სხდომა ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომის შემდეგ ჩატარდა, იმ დღეებში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 80 დოლარს მიაღწია, რადგანაც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის საფრთხე არსებობდა. ამ გზით მთელი მსოფლიო ნავთობის 20%-ის ტრანსპორტირება ხდება.
ამჟამად ერთი ბარელი ნავთობის ფასი 65-70 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.