ნავროცკი: ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ, მომდევნო დღეები ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო იქნება
პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მიიჩნევს, რომ მომდევნო დღეები ახლო აღმოსავლეთში „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო“ იქნება.
ნავროცკის თქმით, შეერთებული შტატები პოლონეთის უდიდესი მოკავშირეა.
„ჩვენს თვალწინ იშლება მუქარის შემცველი ირანული რეჟიმი, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში აიარაღებდა და ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებსაც ემუქრებოდა. მომდევნო დღეები ამ რეგიონში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო იქნება. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
Stany Zjednoczone - największy sojusznik Rzeczypospolitej Polskiej - straciły dziś trzech swoich synów w ataku odwetowym przeprowadzonym przez Iran. Kilku innych odniosło obrażenia. Myślami i modlitwą jesteśmy z nimi oraz ich rodzinami.
— Karol Nawrocki (@NawrockiKn) March 1, 2026
Na naszych oczach upada groźny reżim…