ნატოში მიაჩნიათ, რომ ფრონტზე დიდი გარღვევის პოტენციალი რუსეთს ჯერ არ აქვს
ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი მიიჩნევს, რომ რუსეთს ამჟამად არ აქვს სამხედრო პოტენციალი უკრაინის ფრონტზე დიდი გარღვევისთვის. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, იუწყება ამერიკის ხმა.
ჟურნალისტებმა კავოლის ჰკითხეს, როგორ შეიძლება განვითარდეს ვითარება ბრძოლის ველზე 2025 წელს. გენერალმა თქვა, რომ ჯერ ვერ ხედავს მასობრივად გარღვევის პოტენციალს რუსეთის მხრიდან.
„მე ვერ ვხედავ მასიური გარღვევის პოტენციალს“, - ამბობს გენერალი.
გენერლის თქმით, წლევანდელი ომში უფრო მცირე შეტევითი მოქმედებები იქნება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეს დამღუპველია.
„ბოლოს და ბოლოს, არსებობს მიზეზი, რის გამოც რუსეთმა ათასობით ჯარისკაცია ჩამოიყვანა ჩრდილოეთ კორეიდან“, - აცხადებს კავოლი.