Loading data...
ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, არსებითად, მხოლოდ გარიგების დადება რჩება

უკრაინაში კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ომის დასრულების საბოლოო ნაბიჯები ყველაზე რთული იქნება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებობს „რეალური წინადადება“ და მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა.

„ვფიქრობ, [კონფლიქტის მოგვარებასთან] უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. არსებითად, მხოლოდ გარიგების დადება რჩება“, - აღნიშნა უიტაკერმა.

ნატოში აშშ-ის ელჩმა მოლაპარაკებების ამჟამინდელი ეტაპი ამერიკული ფეხბურთის თამაშის ბოლო წამებს შეადარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე რთული მომენტი ბოლო ნაბიჯია.

„ფეხბურთში წითელ ზონაში ბოლო იარდი ყველაზე რთულია. ვფიქრობ, იგივე იდეა ვრცელდება აქაც. ბოლო იარდი რთული იქნება, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს“, - აღნიშნა მან.