ნატოში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას
ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა ევროპის სახელმწიფოებს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ რუსული აქტივების გაყინვის კუთხით უფრო გადამწყვეტი პოზიცია დაიკავონ. ამის შესახებ მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უიტაკერმა რუსული აქტივების კონფისკაციას „სწორი ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც უკრაინის დაფინანსებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და „ასევე მიუთითებს ახალ ნაბიჯზე - უფრო აგრესიულ ევროპაზე“.
„ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ევროპა ხშირად ისმენს, ის არის, რომ ისინი საკმარისად აგრესიულები არ არიან. მოკავშირეების დედაქალაქებში ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ძლიერები მაშინ ვართ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ“, - განაცხადა ელჩმა.
ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინას 2026 წელს 71 მილიარდ ევროზე მეტი დაფინანსება დასჭირდება, საიდანაც 51 მილიარდზე მეტი სამხედრო საჭიროებებზე იქნება გათვლილი.