Loading data...
ნატოში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ევროპა გრენლანდიასთან დაკავშირებით „გადაჭარბებულად რეაგირებს“

ევროპა „მიდრეკილია გადაჭარბებული რეაგირებისკენ“ აშშ-ის პრეზიდენტის სურვილზე, შეიერთოს გრენლანდია, რომელიც დანიის სამეფოს ნაწილია. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კუნძულის აშშ-ის მიერ ანექსია არის საკითხი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის უნდა გადაწყდეს.

დიპლომატის თქმით, გრენლანდიას აშშ-ის თავდაცვის ცენტრალურ ადგილად მისი გეოგრაფიული მდებარეობა აქცევს და სინამდვილეში ეს დიდი ხანია, ცხადია.

„ყინულის დნობისა და არქტიკაში მარშრუტების გახსნის პარალელურად, არქტიკის უსაფრთხოება და შესაბამისად, გრენლანდიის უსაფრთხოება, რომელიც კონტინენტური შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ფლანგია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უიტეკერმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის საკუთრების საკითხი შეიძლება ესკალაციის გარეშე გადაწყდეს.

„ევროპა ზოგჯერ მიდრეკილია, გადაჭარბებულად რეაგირებდეს ნებისმიერ დროს, როდესაც საკითხი დღის წესრიგში დგება. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, სადაც ცივი გონებით უნდა იმოქმედო“, - განაცხადა უიტეკერმა.